ინდოეთი და პაკისტანი სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
129 10 მაისი 2025, 16:31
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

„შეერთებული შტატების შუამავლობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ინდოეთი და პაკისტანი შეთანხმდნენ სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

6 მაისს, ინდოეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო ოპერაცია „სინდური“, რომლის ფარგლებში დარტყმა მიაყენეს ტერორისტულ ინფრასტრუქტურას პაკისტანში და პაკისტანის მიერ ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირში, საიდანაც იგეგმებოდა და ხორციელდებოდა ტერორისტული თავდასხმები ინდოეთის წინააღმდეგ.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ პაკისტანს აქვს სრული უფლება, ძალისმიერად უპასუხოს ინდოეთის მიერ თავსმოხვეულ ომის ამ აქტს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ინდოეთსა და პაკისტანს მაქსიმალური სამხედრო თავშეკავებისკენ მოუწოდა.

22 აპრილს, ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჯამუ და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია დაჯგუფება „ლაშქარ-ი-ტაიბასთან“, თავს დაესხა ტურისტების ჯგუფს ქაშმირის სამხრეთით მდებარე ბაისარანის ხეობაში. ინდოეთი თავდასხმას პაკისტანს უკავშირებს. პაკისტანი ინდოეთის ბრალდებებს უარყოფს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს
შალვა პაპუაშვილი: ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, „მებრძოლების" მიერ ხელისუფლების „დამხობის" და „ყველას დასჯის" პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღესაც გაიმართებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ: თავიდან ავიცილეთ ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის ორი საფრთხე. ახლა ისრაელის მთავარი ამოცანა მძევლების დაბრუნებაა
გეკა გელაძე: მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, ამის დასტურია საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც უფრო ეფექტური გახადა შსს-ს სამუშაო პროცესი
არქივი