საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბრიტანეთის და უკრაინის ლიდერების ერთობლივი განცხადება - 12 მაისიდან უნდა გამოცხადდეს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 11 მაისი 2025, 00:57

კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 12 მაისიდან უნდა გამოცხადდეს „სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში“.

„უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, თავისი განმარტებით, არ შეიძლება, დაექვემდებაროს რაიმე პირობებს. რუსეთი ასეთ პირობებს თუ აყენებს, ეს შეიძლება, მხოლოდ ომის გახანგრძლივებისა და დიპლომატიის ძირგამომთხრელ მცდელობად ჩაითვალოს“, – აცხადებენ ევროპელი ლიდერები.

დასავლელი ლიდერების თქმით, ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს ყოვლისმომცველი – ჰაერში, ზღვაზე და ხმელეთზე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ საჭიროა ეფექტური მონიტორინგი, რომელიც წარმატებით განხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით.

ევროპული ქვეყნების ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა გაგრძელდეს, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში დიპლომატიური სივრცის შესაქმნელად. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპელი ლიდერები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერენ როგორც ევროპა, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები.

განცხადებაში ხაზგასმულია უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერების გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტია.

„რუსეთი თუ უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, მის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორებზე უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს, რომლებიც მიმართული იქნება წიაღისეულ საწვავზე, ნავთობსა და ჩრდილოვან ფლოტზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერები შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტის მიღებაზე და მის კოორდინაციაზე გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებთან. ლიდერებმა გამოხატეს მზადყოფნა, განაგრძონ მუშაობა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით და განიხილონ ეს საკითხი „დიდი შვიდეულის“ მომდევნო სამიტზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ხელი მოაწერა დეკლარციას, სადაც პირობას დებს, რომ არ მოაწერს ხელს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების დოკუმენტს
სალომე ზურაბიშვილი - არც ვნანობ და არც უარვყოფ, რასაც ვამბობდი სააკაშვილის შეწყალებაზე, მაგრამ ადამიანურად ძალიან მეცოდება, დღეს მისი გამოშვების საკითხი მთლიანად მიბმულია ამ რეჟიმის შეცვლასთან
ნოდარ არველაძე: 5 კაცი ხელკეტებით მირტყამდა. წვიმაში ხელებშეკრული დაგვყარეს. შემდეგ სამმართველოში წაგვიყვანეს, სადაც მთელი კორიდორი სისხლით იყო სავსე. ნაცემი ვიყავი, მაგრამ ჩემზე მეტი ნაცემი სხვები იყვნენ
ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციის სურვილია 26 მაისიც კი აქციოს განხეთქილების, საზოგადოების დაპირისპირების დღედ. ეს რა თქმა უნდა შედეგის მომტანი არ და ვერ იქნება
ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციის სურვილია 26 მაისიც კი აქციოს განხეთქილების, საზოგადოების დაპირისპირების დღედ. ეს რა თქმა უნდა შედეგის მომტანი არ და ვერ იქნება
არქივი