ვლადიმერ პუტინი - არასდროს უარი არ გვითქვამს უკრაინულ მხარესთან დიალოგზე, გადაწყვეტილება ახლა უკრაინის ხელისუფლებასა და მათ კურატორებზეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
23 11 მაისი 2025, 07:41

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიევს ბრალი დასდო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების დარღვევაში.

როგორც პუტინმა კრემლში ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინამ „დემონსტრაციულად, დაახლოებით 130-ჯერ“ დაარღვია 30-დღიანი მორატორიუმი ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებზე, რომელიც მოქმედებდა 18 მარტიდან 17 აპრილამდე და შეთანხმებული იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

ამასთან, პუტინის თქმით, სააღდგომო ზავი უკრაინის მხრიდან თითქმის 5 000-ჯერ დაირღვა.

„ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ნაბიჯების გადადგმა ცეცხლის შეწყვეტისთვის. არასდროს უარი არ გვითქვამს უკრაინულ მხარესთან დიალოგზე. შეგახსენებთ, კიდევ ერთხელ, ჩვენ არ შეგვიწყვეტია მოლაპარაკებები 2022 წელს. ეს გააკეთა უკრაინულმა მხარემ. გადაწყვეტილება ახლა უკრაინის ხელისუფლებასა და მათ კურატორებზეა, რომლებიც, როგორც ჩანს, პირადი პოლიტიკური ამბიციებით ხელმძღვანელობენ და არა თავიანთი ხალხების ინტერესებით, და სურთ ომის გაგრძელება რუსეთთან უკრაინელი ნაციონალისტების ხელით“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას 15 მაისს, სტამბოლში მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
ლევან გაჩეჩილაძე 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე: რამდენიმე ასეული ადამიანი, დამკვირვებელიც მათ შორის, იყვნენ დაჭერილები, ოქმები იყო თავიდან ბოლომდე განადგურებული
არჩილ გორდულაძე „ალდეს“ განცხადებაზე: რას გმობს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვგმობთ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. ტყუილების ლაპარაკს თავი დაანებოს მოვუწოდებდით
ლევან გაჩეჩილაძე: ელჩებისგან იგრძნობოდა, ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს, არჩევნების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან იმ დღეს მოხდა, როდესაც ჯერ არ ჰქონდა ცესკო-ს გამოცხადებული, ვინ მოიგო. ნახევარ საათში მოჰყვა პუტინის მოლოცვაც
ლევან გაჩეჩილაძე 2011 წლის 26 მაისზე: ცემის მერე ვიყავი გათიშული. შუათანა შვილს სამი ტყვია მოხვდა სახეში, უფროსი შვილი დაიჭირეს. დაიჭირეს ჩემი ძმა. ბიძინა გეგიძეს ცემით ორივე ყურის ბარაბანი გაუხეთქეს და დააგდეს სასაფლაოზე
არქივი