ბათუმის მერია - ბათუმში ქარის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 11 მაისი 2025, 12:14

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში უამინდობის გამო ქალაქში შექმნილი პრობლემების თაობაზე ახალი შეტყობინებები ღამის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, ხოლო ქარის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

რაც შეეხება დაშავებულთა მდგომარეობას, ერთ-ერთი დაშავებული ქალი ბინაზე დღეს გაეწერება. ასევე, სტაბილურია კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, ბათუმში ელექტროენერგია სრულად აღდგენილია.

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა, დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რის გამოც ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. ასევე, ძლიერი ქარის გამო პიაცას მოედანთან სამშენებლო კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩეხეთის საგარეო უწყება - შეშფოთებულები ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და „იმედში“ სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრის ფაქტები განიხილა
სოზარ სუბარი აშშ-ის საელჩოში სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციების შესახებ ინფორმაციაზე: მინიმუმ განმარტება უნდა მოვისმინოთ ამერიკის საელჩოსგან, რას შეეხებოდა ეს შეხვედრა
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება შეაჩერა
ჰარვარდის უნივერსიტეტს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
არქივი