ვატო შაქარიშვილი: ეს არის ამერიკული სტანდარტი - მხოლოდ მას აქვს უფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტოს ვისთან ითანამშრომლოს და ვისთან არა. საქართველოს კი, ეკრძალება ჩინეთთან პარტნიორობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 11 მაისი 2025, 13:38

შვეიცარიაში, აშშ-სა და ჩინეთს შორის მოლაპარაკება გაიმართა, რასაც ტრამპი გამოეხმაურა და დიდი სიხარულით ამცნო მსოფლიოს, რომ შეხვედრა უაღრესად მეგობრულ გარემოში წარიმართა. ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის საკეთილდღეოდ სურს ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა” - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

მისი თქმით, ეს არის ამერიკული სტანდარტი - მხოლოდ მას აქვს უფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტოს ვისთან ითანამშრომლოს და ვისთან არა.

„შვეიცარიაში, აშშ-სა და ჩინეთს შორის მოლაპარაკება გაიმართა, რასაც ტრამპი გამოეხმაურა და დიდი სიხარულით ამცნო მსოფლიოს, რომ შეხვედრა უაღრესად მეგობრულ გარემოში წარიმართა. ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის საკეთილდღეოდ სურს ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა.

ეს არის ამერიკული სტანდარტი - მხოლოდ მას აქვს უფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტოს ვისთან ითანამშრომლოს და ვისთან არა. საქართველოს კი, ეკრძალება ჩინეთთან პარტნიორობა და საერთოდაც საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა.

P.S. ალბათ ჯო ვილსონს ჯერ არ გაუღვიძია, თორემ აუცილებლად დაგმობდა მისი პრეზიდენტის ამ განცხადებას, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიმართ ლოიალობის გამომხატველია. გაღვიძებისთანავე ვილსონი სასწრაფოდ დაარეგისტრირებს მორიგ აქტს კონგრესში, რომელიც აშშ-ის იმ ოფიციალური პირების სანქცირებას მოითხოვს, ვინც ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაახლოებას უწყობს ხელს…” - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯორჯია მელონი - იტალია მზადაა, შეიტანოს თავისი წვლილი კონტაქტების ხელშეწყობასა და მშვიდობისთვის მუშაობაში
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
არქივი