აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთს არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით შევაფასებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 11 მაისი 2025, 16:23

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთს არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით შეაფასებს.

„რუსეთს ქმედებებით შევაფასებთ და არა სიტყვებით. ჩვენ უკრაინასთან მივაღწიეთ შეთანხმებას კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და ენერგიის შესახებ, რათა მათი აღდგენა დაფინანსდეს. ახლა კონფლიქტის დასასრულებლად ორივე მხარისგან კონკრეტული წინადადებები გვჭირდება“, - აღნიშნა ბრიუსმა.

მისი თქმით, როგორც ცნობილია, აშშ-ს უკრაინასთან გაფორმებულ აქვს შეთანხმება რეინვესტირების ფონდის შესახებ.

„ვიცით, რომ უკრაინასთან გვაქვს უზარმაზარი შეთანხმება რეინვესტირების ფონდის შესახებ არა მხოლოდ კრიტიკულ მინერალებთან, არამედ სხვა ენერგორესურსებთან დაკავშირებითაც, სადაც საუბარია არა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების დოლარის გამოყენებაზე, მაგრამ ამ შეთანხმებიდან მიღებული შემოსავალი ნაწილობრივ მიდის ფონდში, რომელიც დაეხმარება უკრაინას აღდგენაში“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პარტნიორობა შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის.

„რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ახლა ეს არის პარტნიორობა შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის. ის განცალკევებულია ცეცხლის შეწყვეტისა და ომის შესახებ მოლაპარაკებებისგან და ეხება ამერიკის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ამ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ტემი ბრიუსმა.

ამასთან, მისი თქმით, წინსვლისთვის საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა.

„ამავდროულად, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კონფლიქტის კუთხით წინსვლისთვის აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახალხო დამცველი - სახალხო დამცველის აპარატმა 22 მაისს დაკავებულებთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირებისთვის საგამოძიებო სამსახურს მიმართა
არჩილ გორდულაძე - მთავარი ის კი არ არის, ნიკა მელია სასამართლოში მისვლას ინებებს თუ არა, მთავარია, ამ ადამიანებმა კანონი არ დაარღვიონ, პატრონების დავალებების შესრულებას თავი დაანებონ
არჩილ გორდულაძე - ყველას მოვუწოდებთ, 26 მაისს რაიმე მავნებლობა გულშიც კი არ გაივლონ, ქვეყანა 2014 წლის უკრაინა არ არის, არ მიეცემათ შესაძლებლობა, სისხლიანი რევოლუცია მოაწყონ
ლევან დავითაშვილი - ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაციაა, თუმცა ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა
პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ხელი მოაწერა დეკლარციას, სადაც პირობას დებს, რომ არ მოაწერს ხელს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების დოკუმენტს
არქივი