შსს თბილისში ერთ-ერთ ბარში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 11 მაისი 2025, 20:30

პოლიციამ თბილისში ერთ-ერთ ბარში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულის გარდა დაკავებულია პირი, რომელიც მკვლელობის ფაქტს შეესწრო, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1980 წელს დაბადებული რ.პ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი რუბიოს განცხადებაზე - ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება გამოვიტანოთ პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს
დონალდ ტრამპმა NBC News-ის ჟურნალისტს საშინელი რეპორტიორი უწოდა
სალომე ზურაბიშვილი - სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა, ეს ფაქტია, ზურაბიშვილმა ოპოზიცია ვერ გააერთიანა, მათ შორის, თავის ირგვლივაც
მარკო რუბიომ აზერბაიჯანზე დასმულ კითხვას უპასუხა - შესაძლოა, არ ვეთანხმებოდეთ ქვეყნების მმართველობის სისტემას, მაგრამ უნდა გვქონდეს ურთიერთობა ამ ქვეყნებთან ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე
მაკა ბოჭორიშვილი - რაც მოვისმინეთ, პოზიციებზე, რომელიც უნდა ჰქონდეს აშშ-ს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენს რეგიონში, მსჯელობენ, ამაზე პასუხის გასაცემად დღეს სახელმწიფო მდივანი მზად არ იყო
არქივი