„სიენენი“ - კატარი დონალდ ტრამპს მდიდრულ „ბოინგს“ ჩუქნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 11 მაისი 2025, 23:28


კატარი დონალდ ტრამპს მდიდრულ „ბოინგს“ ჩუქნის, – ამის შესახებ „სიენენს“ განუცხადეს. „სიენენი“ წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, სავარაუდოდ, თანხმობა განაცხადა, კატარის სამეფო ოჯახისგან საჩუქრად მიიღოს Boeing 747-8.

როგორც კატარში განაცხადეს, ტექნიკურად, თვითმფრინავს კატარის თავდაცვის სამინისტრო პენტაგონს გადასცემს, რის შემდეგაც მოხდება თვითმფრინავის აღჭურვა უსაფრთხოების ფუნქციებითა და მოდიფიკაციებით.

როგორც „სიენენი“ იუწყება, ტრამპის პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ თვითმფრინავის გადაცემა ტრამპის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის სურთ, რაც მას საშუალებას მისცემს, შემდგომშიც გამოიყენოს ეს თვითმფრინავი. „სიენენი“ ასევე წერს, რომ ეს, სავარაუდოდ, გახდება ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი ამერიკის პრეზიდენტისთვის.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი პირველი საგარეო ვიზიტით საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. ტრამპი სამშაბათს, 13 მაისს თავდაპირველად საუდის არაბეთში ჩავა. თეთრი სახლის განცხადებით, ვიზიტისას ყურადღება გამახვილდება ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე გაემგზავრა
ალექსანდრე მეგუთნიშვილი: კახეთის კუდ-ის უფროსის მოადგილემ, დათო ლორთქიფანიძემ თქვა, „ვინც ორ საათში 10 000$-ს არ მოიტანს, გავაცამტვერებთო. მივიტანე 2 000$ და მასხრად გვიგდებო? ხომ იცი, რომ აქ შემოსვლა არის ადვილი, მაგრამ გასვლა ძნელიო
ზაალ ანჯაფარიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე: გამოდის, რომ აშშ-თვის არავითარი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ესაა სწორედ ამერიკული Deep State მიდგომა
სოზარ სუბარი: გია ბუღაძე საბჭოთა პერიოდში ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, ლაშა ბუღაძე კი ბედავს და ნონა გაფრინდაშვილ უწოდებს „საბჭოთა ეპოქის“ ადამიანს
არქივი