12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 12 მაისი 2025, 09:20

12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს.

სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა იყო. ქრისტემ მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. გადმოცემის მიხედვით, წმინდა მოციქული პირველად დიდაჭარაში შემოვიდა.

წმინდა სინოდმა 2018 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. 2019 წელს, მთავრობის მიმართვის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღედ დაწესდა.

ანდრია პირველწოდებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ ზეიმობს – 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის, ხოლო 13 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ
მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გადახედვაზე: ეს სპეკულაციაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიონ და როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, თვის დროზე მოხდება არჩევნების თარიღის გამოცხადება და თავისუფალ გარემოში ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს რეგიონში სულ ახლახან იყო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ვართ ჩვენ, რომ დამთავრდეს კონფლიქტი. მადლობას მოვახსენებ ორივე ქვეყნის ხელისუფალს, რომ გამოთქვამენ მზადყოფნას
პრეზიდენტი 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ, სინამდვილეში თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის
არქივი