აჭარის პოლიციამ დააკავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვწსა და უკანონო რეალიზაციის მცდელობაში ბრალდებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
23 12 მაისი 2025, 11:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე 2002 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული და სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო ელექტრო სასწორები და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19- 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე შიო: მოხარული ვართ, რომ ჩვენი სახელმწიფო, ქვეყანა, ხალხიც მშვიდობისკენ არის მიმართული. მხოლოდ ეს არის პირობა იმისა, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და გაძლიერდეს
ლევან გაჩეჩილაძე - ჯონ კერიმ და ჯო ბაიდენმა გვთხოვეს, რუსთაველზე დაგვემთავრებინა „საკნების აქცია“, გვითხრეს, გალეულია აქციები და ახალი ტალღის წამოწყებაში ბევრი დრო დაგჭირდებათო
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს ვენის კონვენციას, ახლა წაიკითხონ 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელსა თუ ზოგიერთ დედაქალაქში აქვთ წარმოდგენა, რომ არსებობს სტანდარტი საკუთარ ოჯახში და საექსპორტო სტანდარტი მესამე სამყაროსთვის, ასე გვიყურებს ზოგიერთი
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ 26 მაისს ძალადობა დააანონსეს, ცალსახად ითქვას, ან დონორები, საელჩოები ემიჯნებიან ძალადობას, ტერორს, ან ეს ყველაფერი იქნება მათ ანგარიშზე
არქივი