პრემიერ-მინისტრის წერილი პრეზიდენტ ტრამპს დროული და აუცილებელია - სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ბზარები არ უნდა არსებობდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 13 მაისი 2025, 13:03
პრეზიდენტ ტრამპისადმი პრემიერ-მინისტრის ღია წერილი აქტუალური და საჭიროა, რადგან აშშ-საქართველოს ურთიერთობაში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვაა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ასეთი ბზარები არ უნდა არსებობდეს და მუდმივი დიალოგი არასდროს უნდა შეწყდეს.

„პრეზიდენტ ტრამპისადმი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილი აქტუალური და საჭიროა, აშშ-საქართველოს ურთიერთობაში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვაა. სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ასეთი ბზარები არ უნდა არსებობდეს და მუდმივი დიალოგი არასდროს უნდა შეწყდეს. საქართველოს მთავრობის მეთაური უზუსტეს აქცენტს აკეთებს და წერილში აღნიშნავს: "რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის"...“ - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ
მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გადახედვაზე: ეს სპეკულაციაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიონ და როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, თვის დროზე მოხდება არჩევნების თარიღის გამოცხადება და თავისუფალ გარემოში ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს რეგიონში სულ ახლახან იყო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ვართ ჩვენ, რომ დამთავრდეს კონფლიქტი. მადლობას მოვახსენებ ორივე ქვეყნის ხელისუფალს, რომ გამოთქვამენ მზადყოფნას
პრეზიდენტი 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ, სინამდვილეში თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის
არქივი