ტრამპი: აშშ სირიას ყველა სანქციას მოუხსნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 13 მაისი 2025, 22:11
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სირიას ყველა სანქციას მოუხსნის.

„ბრძანებას გავცემ სირიის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტის თაობაზე, რათა მათ მივცე სიდიადის შანსი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„სირიაში, რომელმაც ამდენი ტანჯვა და სიკვდილი იხილა, ახალი მთავრობაა, რომელიც, იმედია, შეძლებს ქვეყნის სტაბილიზაციასა და მშვიდობის შენარჩუნებას. სწორედ ეს გვინდა ვიხილოთ“, - დასძინა მან.

აშშ-ის სანქციები სირიას 2004 წელს დაუწესდა, ხოლო ხელახლა - 2011 წელს მას შემდეგ, რაც მაშინდელი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმმა ანტისამთავრობო აჯანყებების ჩახშობა დაიწყო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი