ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე, დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 14 მაისი 2025, 12:15
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებული ნანა ქადაგიშვილია მოწვეული, „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა ისაუბრა. 

როგორც მან აღნიშნა, საქმეში ფიგურირებს ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე და რომელიც დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი. მისივე თქმით, გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს და რა შეხედულება შეიძლება ჰქონდეთ მათ საერთოდ სამართალზე. 

„ზაზა მეიშვილი, რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე, აბსოლუტურად  უფლება არ ჰქონდა კანონიერადაც რომ მოეთხოვა რამე, მითუმეტეს უკანონო ზეწოლას ახდენდა ეს ადამიანი, რომელიც იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე თავის დროზე, იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს და რა უნდა გამოვიდნენ მისი სტუდენტები, რა შეხედულება შეიძლება ჰქონდეთ სამართალზე საერთოდ და ქვეყნის მოწყობაზე და საზოგადოებაზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრულო პოლიციის უფროსი განმარტავს, რატომ არის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპოლიციო ძალების მობილიზება
რუსუდან შარაძე - გურამ შარაძის მკვლელობის სცენარი წინასწარ იყო მოფიქრებული, დადგმული და შესრულებული, საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული
შალვა პაპუაშვილი - ლიეტუვის გადაწყვეტილება „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ ხელშეკრულების უხეში დარღვევაა
რუსუდან შარაძე - გიორგი ბარათელმა 2012 წლის შემდეგ მოყვა, რომ 2007 წლის 20 მაისს, ჯერ კიდევ შუადღეს ის ქუჩაში აიყვანეს, თბილისის ზღვაზე ურტყეს, აწამეს, სთხოვდნენ, ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა
ჟენევაში საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
არქივი