2020 წლის არჩევნების ყალბი შედეგების გავრცელებაში ISFED-თან ერთად USAID იყო ჩართული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 14 მაისი 2025, 12:29

ყველაფერი დაიწყო 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას, როდესაც „ქართული ოცნება“ ღიად და პირდაპირ იღებდა მინიშნებებს, რომ მიუხედავად საარჩევნო შედეგისა თუ ხალხის ნებისა, უნდა დაეთმო ხელისუფლება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს, როდესაც „სამართლიან არჩევნების“ მხრიდან, 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების საკითხზე საუბრობდა.

მისი განცხადებით, ოთხი წლის შემდეგ, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გამოააშკარავა, რომ სწორედ, USAID გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დესტაბილიზაციისთვის.

,,თქვენ გახსოვთ ორი ვადის ამოწურვის შესახებ კამპანია, უცხო ქვეყნების ელჩების დემოკრატიის გაკვეთილები კოალიციური მმართველობის სიკეთეებზე და მსგავსი მინიშნებები.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ კონსოლიდირებულმა ოპოზიციამ ტრადიციულად გაყალბებული უწოდა. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმეკვირიანი კამპანია, დემონსტრაციები და ცესკოსთან გამართული პროტესტი, რომელიც ენჯეო „სამართლიანი არჩევნების“ გაყალბებულ პარალელური დათვლის შედეგს ეფუძნებოდა. მეათე მოწვევის პარლამენტი 2020 წლის 11 დეკემბერს შეიკრიბა და დააანონსა, რომ შექმნიდა საგამოძიებო კომისიას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების საკითხსაც შეისწავლიდა. იმავე დღეს, საპარლამენტო გამოძიებით შეშინებულ „სამართლიან არჩევნებს“ საკუთარი ტყუილის საჯაროდ აღიარება მოუწია. მოგვიანებით კი სხვა აღიარებაც მოვისმინეთ, რომ ყალბი შედეგების გავრცელებაში „სამართლიანი არჩევნების“ დონორი, აშშ-ის განვითარების სააგენტოც (USAID) იყო ჩართული. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ამხილა ის, რაც, ოთხი წლის შემდეგ, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გამოააშკარავა. კერძოდ ის, რომ USAID გამოიყენებოდა ხელისუფლებების დესტაბილიზაციისთვის და სახალხო დემოკრატიის გარედან მართული დემოკრატიით ჩანაცვლებისთვის”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: გია ბუღაძე საბჭოთა პერიოდში ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, ლაშა ბუღაძე კი ბედავს და ნონა გაფრინდაშვილ უწოდებს „საბჭოთა ეპოქის“ ადამიანს
The Wall Street Journal: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, შესაძლოა, 18 ივნისს ვატიკანში გაიმართოს
ვარკეთილში, მიკროავტობუსის გატაცებასა და ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებილებ დააკავეს
ბელგიის ხელისუფლებამ ევროპარლამენტს რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა
უნგრეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად
არქივი