პაველ ჰერჩინსკიმ წითელი ხაზები გადაკვეთა, განაცხადა რა, რომ ელოდება ევროკავშირის 27 ქვეყანას, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 14 მაისი 2025, 15:48
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი დიპლომატიური ჩარჩოებიდან ამოვარდა და მან წითელი ხაზები გადაკვეთა, განაცხადა რა რომ ელოდება ევროკავშირის 27 ქვეყანას რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციისათვის ქართველ ხალხთან მოსაგებად დანაღმული ველიდან ჯერ პაველ ჰერჩინსკი აფრიალებს წითელ ალამს და პოლიტიკურ საფუძველს ქმნის მაქსიმალურად შეავიწროოს მოქმედი ხელისუფლება და ამავდროულად საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური გარემო შექმნას.

„საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი დიპლომატიური ჩარჩოებიდან ამოვარდა და მან წითელი ხაზები გადაკვეთა, განაცხადა რა რომ ელოდება ევროკავშირის 27 ქვეყანას რომლებიც საქართველის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ. ყველა კვლევა თუ ანგარიში ქართული სახელმწიფოს ევროკავშირთან თავსებადობაზე მიუთითებს და ლოგიკურია ჩნდება კითხვა- რატომ ან რისთვის უნდა დასანქცირდეს ქართული სახელმწიფო?! ევროპული მიდგომებით, სამართლიანობის პრინციპი, მიკერძოების მაღალმა სტანდარტმა შთანთქა?! ოპოზიციისათვის ქართველ ხალხთან მოსაგებად დანაღმული ველიდან ჯერ პაველ ჰერჩინსკი აფრიალებს წითელ ალამს და პოლიტიკურ საფუძველს ქმნის მაქსიმალურად შეავიწროოს მოქმედი ხელისუფლება და საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური გარემო შექმნას. მას ამ გზავნილით სხვა “კეთილის მსურველნიც” შემოუერთდებიან რადგან ფული გადახდილია და ოპოზიცია სათავისო მელოდიის დაკვრას ელოდება, მაგრამ ფულით თუ ფულის გარეშე მათი ეს ბრძოლა ქართველ ხალხთან წაგებულია. ქართველი ხალხი ეროვნული ამბიციით დაიცავს საკუთარ არჩევანს და მრავალჟამიერით დაასრულებს მათთან ამ ბრძოლასაც“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი რუბიოს განცხადებაზე - ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება გამოვიტანოთ პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს
დონალდ ტრამპმა NBC News-ის ჟურნალისტს საშინელი რეპორტიორი უწოდა
სალომე ზურაბიშვილი - სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა, ეს ფაქტია, ზურაბიშვილმა ოპოზიცია ვერ გააერთიანა, მათ შორის, თავის ირგვლივაც
მარკო რუბიომ აზერბაიჯანზე დასმულ კითხვას უპასუხა - შესაძლოა, არ ვეთანხმებოდეთ ქვეყნების მმართველობის სისტემას, მაგრამ უნდა გვქონდეს ურთიერთობა ამ ქვეყნებთან ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე
მაკა ბოჭორიშვილი - რაც მოვისმინეთ, პოზიციებზე, რომელიც უნდა ჰქონდეს აშშ-ს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენს რეგიონში, მსჯელობენ, ამაზე პასუხის გასაცემად დღეს სახელმწიფო მდივანი მზად არ იყო
არქივი