მაკა ბოჭორიშვილი ლიხტენშტაინის ვიცე - პრემიერს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
23 14 მაისი 2025, 19:33

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი, ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ლიხტენშტაინის სამთავროს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და კულტურის მინისტრს, ზაბინე მონაუნის შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და ორი ქვეყნის თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, ევროპის საბჭოს ფარგლებში.

მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის გაფართოების დიდ პოტენციალზე სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიხტენშტაინის ვიცე - პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს ოკუპაციის საკითხის მაღალი დონის დღის წესრიგში არსებობის მნიშვნელობას.

მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგა მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი რუბიოს განცხადებაზე - ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება გამოვიტანოთ პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს
დონალდ ტრამპმა NBC News-ის ჟურნალისტს საშინელი რეპორტიორი უწოდა
სალომე ზურაბიშვილი - სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა, ეს ფაქტია, ზურაბიშვილმა ოპოზიცია ვერ გააერთიანა, მათ შორის, თავის ირგვლივაც
მარკო რუბიომ აზერბაიჯანზე დასმულ კითხვას უპასუხა - შესაძლოა, არ ვეთანხმებოდეთ ქვეყნების მმართველობის სისტემას, მაგრამ უნდა გვქონდეს ურთიერთობა ამ ქვეყნებთან ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე
მაკა ბოჭორიშვილი - რაც მოვისმინეთ, პოზიციებზე, რომელიც უნდა ჰქონდეს აშშ-ს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენს რეგიონში, მსჯელობენ, ამაზე პასუხის გასაცემად დღეს სახელმწიფო მდივანი მზად არ იყო
არქივი