ვოლოდიმირ ზელენსკი - ველოდები, რუსეთიდან ვინ ჩამოვა და შემდეგ ნაბიჯებს განვსაზღვრავ, ასევე გვესმის, რომ თურქეთში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს ტრამპი, ეს შეიძლება, ყველაზე ძლიერი არგუმენტი გახდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 14 მაისი 2025, 22:43

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთისგან ელოდება ინფორმაციას, ვინ იქნება თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე მათი წარმომადგენელი.

„ველოდები, ვინ ჩამოვა რუსეთიდან და შემდეგ განვსაზღვრავ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინამ. მათგან მედიაში გაკეთებული სიგნალები ჯერჯერობით არადამაჯერებელია. ჩვენ ასევე გვესმის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს თურქეთში ჩასვლის შესაძლებლობას. ეს, შეიძლება, გახდეს ყველაზე ძლიერი არგუმენტი. ამ კვირამ მართლაც ბევრი რამ, შეიძლება, შეცვალოს, მაგრამ მხოლოდ შეიძლება. ყველაფერი ახლა წყდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

ამასთან, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, პარალელურად, რუსეთი განაგრძობს უკრაინის დაბომბვას.

„მთელი მსოფლიო როდესაც პირდაპირი მოლაპარაკებების შეთავაზებაზე პუტინისგან ელოდება უბრალო პასუხს – „დიახ“, ის განაგრძობს უკრაინის დაბომბვას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი რუბიოს განცხადებაზე - ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება გამოვიტანოთ პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს
დონალდ ტრამპმა NBC News-ის ჟურნალისტს საშინელი რეპორტიორი უწოდა
სალომე ზურაბიშვილი - სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა, ეს ფაქტია, ზურაბიშვილმა ოპოზიცია ვერ გააერთიანა, მათ შორის, თავის ირგვლივაც
მარკო რუბიომ აზერბაიჯანზე დასმულ კითხვას უპასუხა - შესაძლოა, არ ვეთანხმებოდეთ ქვეყნების მმართველობის სისტემას, მაგრამ უნდა გვქონდეს ურთიერთობა ამ ქვეყნებთან ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე
მაკა ბოჭორიშვილი - რაც მოვისმინეთ, პოზიციებზე, რომელიც უნდა ჰქონდეს აშშ-ს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენს რეგიონში, მსჯელობენ, ამაზე პასუხის გასაცემად დღეს სახელმწიფო მდივანი მზად არ იყო
არქივი