ირაკლი კობახიძე - რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, უილსონი არის ერთ-ერთი მაგალითი, საქართველოზე რომ ჰკითხო, შეიძლება, რუკაზე ვერ მოგინიშნოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 15 მაისი 2025, 00:42

რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან ამერიკიდან და ევროპიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „დიფ სთეითს“ ჰყავს აგენტურა, რომელიც კონკრეტული მითითებებით მოქმედებს და ერთ-ერთი მათგანია ჯო უილსონი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა.

`„დიფ სთეითი“ მოქმედებს. მე შორს ვარ იმ აზრიდან, რომ აქ მხოლოდ ფული არის ჩართული საქმეში. „დიფ სთეითს“ ჰყავს პატარა აგენტები და ამუშავებენ ამ აგენტურას. აშშ-ში ჯო უილსონი არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. იმავეს აკეთებენ ევროპულ ბიუროკრატიაში. არის ჩვეულებრივი აგენტურა. საკმაოდ მრავლად ჰყავთ აგენტები. ამ შემთხვევაში გამოარჩიეს ეს კაცი და აწერინებენ ასეთ რაღაცებს. რომ ჰკითხო საქართველოზე, შეიძლება რუკაზე თითით ვერ მოგინიშნოს, მაგრამ დღეში ხანდახან ხუთ და ექვს პოსტს წერს ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით. როდესაც წერ, რომ საქართველოში მოქმედებს პროირანული ხელისუფლება, რაღაცას ხომ შეიძლება ეფუძნებოდეს ეს ყველაფერი. არაფერს აღარ ვამბობ რუსეთსა და ჩინეთზე. ეს ახდენს ყველაფრის დისკრედიტაციას, რაც დაკავშირებულია აშშ-თან, ევროპასთან. ასეთ რაღაცას საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი არ კადრულობდა 80-იან წლებში, რადგან იქ რაღაც პრინციპები არსებობდა. რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან ამერიკიდან და ევროპიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიომ თავი შეიკავა პირდაპირი პასუხისგან კითხვაზე, მიაჩნია თუ არა პუტინი ომის დამნაშავედ და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანა ომის დასრულებაა
14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევანის მიმართულებით იმოძრავებს
მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა
Euronews: ბელგიის ხელისუფლება ევროპარლამენტს კორუფციული სკანდალის გამო რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას სთხოვს
Reuters: უკრაინა მომავალ კვირას ევროკავშირს მიმართავს, განიხილოს რუსეთის იზოლაციის მიზნით ახალი, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მას შემდეგ, რაც ტრამპმა სანქციების გამკაცრებაზე უარი თქვა
არქივი