ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ლონდონში, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფს შეხვდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 15 მაისი 2025, 11:16

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ლონდონში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს.

სებ-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა Bank of America-ს ორგანიზებით შედგა.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო, ისაუბრა სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოსა და მყარ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, რის საფუძველზეც ქვეყანა გლობალურად მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებს წარმატებით უმკლავდება.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის მდგრად და ჯანსაღ გარემოზე, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის“, – აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი