
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ანტალიაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ანტალიაში შევხვდი აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკ რუბიოს და სენატორ ლინდსი გრემს, რათა გამეცნო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ხედვა სამშვიდობო ძალისხმევებთან დაკავშირებით და ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვირის განმავლობაში პოზიციები შევათანხმოთ. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯების ლოგიკა და გავცვალეთ მიდგომები“, – დაწერა ანდრეი სიბიგამ.
მისი თქმით, დაადასტურა „უკრაინის მტკიცე ერთგულება პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევებისადმი და მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მათი ჩართულობისთვის“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დაადასტურა მზადყოფნა „თანამშრომლობის კონსტრუქციული და ორმხრივად სასარგებლო გზით განვითარებისთვის“.
„მოსკოვმა უნდა გააცნობიეროს, რომ მშვიდობაზე უარის თქმას თავისი ფასი აქვს“, – დაწერა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, ანტალიაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |