ტრამპი: ვფიქრობ, ზელენსკი ისტორიაში საუკეთესო ვაჭარია. ჩვენ უკრაინაში 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ - უბრალოდ ვაჩუქეთ. არავინ იცის, სად წავიდა ეს ფული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 15 მაისი 2025, 16:10

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკამ უკრაინაში 350 მილიარდი დოლარი დახარჯა, უბრალოდ აჩუქა და დღემდე არავინ იცის, სად წავიდა ეს ფული.

„ჩვენ იქ [უკრაინაში] 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ - უბრალოდ ვაჩუქეთ. არავინ იცის, სად წავიდა ეს ფული“, - თქვა ტრამპმა კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული ბიზნეს ღონისძიების დროს.

თავის გამოსვლაში თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის ისტორიაში საუკეთესო ვაჭარია.

„უნდა ვაღიარო, ვფიქრობ, რომ ის ისტორიაში საუკეთესო ვაჭარია. ყოველთვის, როცა ის შეერთებულ შტატებში ჩამოდიოდა, 100 მილიარდი დოლარით ბრუნდებოდა უკან. კარგი ვაჭარია, არა? ბოლო დროს მას ეს კარგად არ გამოუვიდა. მან მხოლოდ 60 მილიარდი მიიღო“, - თქვა ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი - გახარია დაუშვებლად მიიჩნევს ჩემს გათავისუფლებას, ვინაიდან „ეს გამოიწვევდა დესტაბილიზაციას“, არ მგონია, თვითონ ახლა ძალიან სტაბილურად გრძნობდეს თავს
მამუკა მდინარაძე - ქვეყნის ლიდერი დღეს ჩვენ საქმეზე გველაპარაკებოდა, პარლამენტის ტრიბუნიდან პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის ხედვა მოვისმინეთ
ნიკა მელია - ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე, ასეთ ბრძოლაში პრინციპულები გაიმარჯვებენ, პრინციპულობით გავიმარჯვებთ
საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომებს გამართავს
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი - 2028 წლისთვის გვინდა, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 90 %-ზე მეტი გვქონდეს შესრულებული, აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით
არქივი