პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 15 მაისი 2025, 16:14

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან და გენერალურ მდივანთან, კახა კალაძესთან ერთად პარტიულ სტრუქტურებს აჭარის „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, სულხან თამაზაშვილი წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის მთავრობის მეთაური სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, სულხან თამაზაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც აღინიშნა, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, მენეჯმენტის გაუმჯობესებას ემსახურება.

შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და პარტიის სამომავლო გეგმებს.

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები. ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის საელჩოზე: ისინი წუხან, თუ რატომ ვერ გასცემენ გრანტებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებზე. „საუბარია, „ტაბულაზე“ და მსგავსი ტიპის ორგანიზაციებზე
ბრიტანეთის საელჩოს ასეულობით ათასი გირვანქა სტერლინგით უნდა დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომლებიც საჯაროდ არიან აღიარებულები, რომ მონაწილეობენ ანტისახელმწიფოებრივ აქციებში
ლევან მაჭავარიანი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე: გვარამიაზე აპელირება, რომ თითქოს, სახელმწიფომ დაიჭირა იმის გამო, რომ ანგელოზია და არაფერი ჩაუდენია, მოდი, კანონს ჩახედონ და კეთილი ინებონ, გაეცნონ საქმის მსვლელობას
რომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს
გურამ მაჭარაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე: ეს არა მარტო ჩარევაა, ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა
არქივი