მარკო რუბიო - ევროპის ლიდერობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა რუსეთმა და უკრაინამ კეთილსინდისიერად დაიწყონ მოლაპარაკებები სწრაფი და მდგრადი მშვიდობიანი მოგვარების მიზნით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 15 მაისი 2025, 20:33

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უკრაინის კრიზისის დასარაგულირებლად ევროპის როლზე ისაუბრა.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ანტალიაში საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და აღნიშნა, რომ ევროპის ლიდერობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რუსეთმა და უკრაინამ კეთილსინდისიერად დაიწყონ მოლაპარაკებები სწრაფი და მდგრადი მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „ევროპელ მინისტრებს მიაწოდა ინფორმაცია პრეზიდენტ ტრამპის მცდელობების შესახებ, შეაჩეროს უაზრო სისხლისღვრა უკრაინაში“.

განცხადების მიხედვით, სახელმწიფო მდივანი და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ნატო-ს ტვირთის განაწილებისა და ევროპის თავდაცვის ხარჯების გაზრდის გადაუდებელ აუცილებლობაზე.

მდივანმა რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო კომპანიები ტრანსატლანტიკური ინდუსტრიული ბაზის განუყოფელი ნაწილია და არ უნდა იყვნენ განზე გაწეული ევროპის გადაიარაღების მცდელობებისას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯორჯია მელონი - იტალია მზადაა, შეიტანოს თავისი წვლილი კონტაქტების ხელშეწყობასა და მშვიდობისთვის მუშაობაში
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
არქივი