„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 15 მაისი 2025, 20:34

ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია, – ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ავრცელებს.

ვეტერანთა ამხანაგური მატჩის წინ სასტუმრო „მერიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელები იარი ლიტმანენი და ხავიერ სავიოლა, ასევე საქართველოს ნაკრების ლეგენდები – კახა კალაძე და შოთა არველაძე პასუხობდნენ.

პრესკონფერენციის დროს ცნობილი გახდა, რომ რონალდინიო თბილისში მოგვიანებით ჩამოფრინდებოდა და 16 მაისს დაგეგმილ მატჩში მონაწილეობას მიიღებდა.

„ბარსელონას“ ლეგენდები და საქართველოს ნაკრების ვეტერანები ერთმანეთს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ხვალ, 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიომ თავი შეიკავა პირდაპირი პასუხისგან კითხვაზე, მიაჩნია თუ არა პუტინი ომის დამნაშავედ და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანა ომის დასრულებაა
14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევანის მიმართულებით იმოძრავებს
მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა
Euronews: ბელგიის ხელისუფლება ევროპარლამენტს კორუფციული სკანდალის გამო რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას სთხოვს
Reuters: უკრაინა მომავალ კვირას ევროკავშირს მიმართავს, განიხილოს რუსეთის იზოლაციის მიზნით ახალი, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მას შემდეგ, რაც ტრამპმა სანქციების გამკაცრებაზე უარი თქვა
არქივი