არჩილ გორდულაძე: ტყუილში უნდა ვამხილოთ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ირაკლი კობახიძეს არ ჰქონია კომუნიკაცია არავისთანო, შემდეგ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესალმებიან კობახიძე და მაკრონი ერთმანეთს და ცვლიან ინფორმაციას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 16 მაისი 2025, 17:52

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა იქნება, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირებთან გასაუბრების, ჩვენი პოზიციების დაფიქსირების პრემიერ-მინისტრის მხრიდან. იქნება საშუალება, რომ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით რეალობა და სიმართლე კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს. კიდევ ერთ ტყუილში უნდა ვამხილოთ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. საუბრობდნენ, რომ თურმე ირაკლი კობახიძეს არ ჰქონია კომუნიკაცია არავისთან, არავის მისალმებია და შემდეგ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ესალმებიან კობახიძე და მაკრონი ერთმანეთს და ცვლიან ინფორმაციას. „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები ცდილობენ მარტივ ტყუილში აცხოვრონ საზოგადოება. სულ ვამბობთ ხოლმე, რომ მათი ტყუილები მალე გამოაშკარავდება ხოლმე. როგორც ჩანს, ხუთ წუთსაც ვერ უძლებს მათ მიერ მსგავსი ტყუილების გავრცელება“, - აღნიშნა გორდულაძემ.

პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანე მეათეს დამასკოში, წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძარში ტერორისტული აქტის გამო უსამძიმრებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინოს, ევროპასაც შეუძლია დახმარება, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განვიხილეთ დრონების ერთად წარმოების პოტენციალი
ნატოს გენერალური მდივანი: აშშ-მა უნდა მიიღოს ზომები, როდესაც ეს აუცილებელია მთელ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად
დონალდ ტრამპი - ჩვენ განვახორციელეთ ზუსტი დარტყმა ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტებზე, ვერცერთი სხვა ქვეყანა ამას ვერ შეძლებდა, ამან გზა გაუხსნა ცეცხლის ისტორიულ შეწყვეტას მშვიდობისთვის
სომხეთში მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს ბრალი წაუყენეს ტერორიზმის მომზადებაში, მასობრივი არეულობის წაქეზებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში
არქივი