პრემიერი: როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 16 მაისი 2025, 19:39

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა ლიდერებთან, გვქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას და ჩვენს როლს რეგიონში, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან პოლიტიკურ ლიდერებს გაუზიარა გზავნილები საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, თუმცა ზოგადად, რა თქმა უნდა, შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხებოდა საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას, როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტი დღეს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს
პარლამენტში 27 ივნისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
უნგრეთმა ვეტო დაადო ერთიან განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ გმირულად ვიბრძოლეთ ირანის წინააღმდეგ და დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ, ეს სამშვიდობო შეთანხმებების მასშტაბური გაფართოების შესაძლებლობას ქმნის
თეთრი სახლი - აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რომ შეხვედრა შედგეს
არქივი