ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 16 მაისი 2025, 19:49
იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში პრეზიდენტრ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ალბანეთში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში, წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას.

„ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში თავიდანვე იყო დადებითი მოლოდინი, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი აირჩა თავის თანამდებობაზე და მოლოდინი უკავშირდებოდა იმას, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში არსებითად შეიცვლებოდა ურთიერთოებები საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამას ჰქონდა მყარი საფუძველი და მყარი საფუძველი იყო იდეოლოგიური, ღირებულებითი თანხვედრა, რაც აშკარად ჩანს საჯარო განცხადებებიდან. საუბარი მაქვს თანხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ხელისუფლებებს შორის. ამ თანხვედრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი არსებობდა. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გამოვხატოთ ოპტიმისტური განწყობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში, მგონია, რომ წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია ვოლსკი - რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთი დოკუმენტი ვერ მოიტანა, რომ არჩევნები გაყალბდა, ოპოზიციის მიზანი და გეგმაა რევოლუცია, სხვა არაფერი
ნიკოლოზ სამხარაძე - ანგარიშში დამატებული შესწორებები საქართველოს შესახებ აბსურდულია - დღეს სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების შინაარსის დამახინჯება ხდება, ხვალ, შეიძლება სპილოები გვიწოდონ და მსგავსი აბსურდი რეზოლუციაში მოხვდეს
პოლიციამ საგარეჯოში მომხდარ დანაშაულში რვა ბრალდებული დააკავა
ირაკლი ქადაგიშვილი - ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა გაიმეორა ის, რომ არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა და ამომრჩევლის ნება ასახული იყო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს
არქივი