The Telegraph: სტამბოლში რუსეთმა უკრაინას განუცხადა, რომ იბრძოლებს „რამდენიც საჭირო იქნება“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 16 მაისი 2025, 21:49

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთმა უკრაინას განუცხადა, რომ მრავალი წლის განმავლობაში შეუძლია ბრძოლა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ, რომელიც სტამბოლში რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ მოსკოვს მშვიდობა სურს, მაგრამ იბრძოლებს „რამდენიც საჭირო იქნება“.

„ჩვენ ომი არ გვინდა, მაგრამ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ერთი წელი, ორი წელი, სამი წელი, რამდენიც საჭირო იქნება. შვედეთს 21 წელი ვეომებოდით. თქვენ რამდენ ხანს ხართ მზად საბრძოლველად?“ - განუცხადა მან უკრაინის დელეგაციას.

თურქეთის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები 90 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლის შეთანხმება.

უკრაინამ გააკრიტიკა რუსეთი იმის გამო, რომ მოსკოვი კიევის ძალებს იმ ოთხი რეგიონიდან გასვლას სთხოვს, სადაც ფრონტის ხაზი გადის. როდესაც უკრაინის დელეგაციამ ოთხი რეგიონის დათმობის მოთხოვნაზე პროტესტი გამოთქვა, რუსმა მომლაპარაკებლებმა, გავრცელებული ინფორმაციით, უპასუხეს: „შემდეგ ჯერზე ხუთი იქნება“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ მუქარა და შანტაჟი ქართველი ხალხის მიმართ, ხალხმა მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობასა და ევროპულ ინტეგრაციას, ვინმეს მოსწონს თუ არა ეს არჩევანი, მას ყველამ პატივი უნდა სცეს
მარო მაყაშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ევროპელ ელჩებს, რომ თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილისა და ზიზღის წახალისებისგან, ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და ჯანსაღი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ
ირაკლი კობახიძე - გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის, ზიზღის კამპანიას, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, სამართლებრივ ჩარჩოებში დავუპირისპირდეთ თავსმოხვეულ კამპანიებს
ირაკლი კობახიძე - საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა მიმართულებით, ხელი მოეწერა არაერთ მემორანდუმს
არქივი