რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 16 მაისი 2025, 23:14

პაპი ლეო XIV უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა. „პოლიტიკოს“ ცნობით, ვატიკანმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგს „ტრაგიკული“ უწოდა.

„ეს ყველაფერი ტრაგიკულია, რადგან ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ეს იქნებოდა, შესაძლოა, ნელი პროცესი, მაგრამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტით. ამის ნაცვლად ჩვენ უკან, საწყის წერტილში დავბრუნდით. ახლა ჩვენ ვნახავთ, რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ სიტუაცია რთულია“, – განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ.

მისივე თქმით, პაპი გეგმავს, ვატიკანი ხელმისაწვდომი გახადოს ორ მხარეს შორის პირდაპირი შეხვედრისთვის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
CNN - ისრაელის და ირანის საჰაერო სივრცეები დახურულია
„ჯორჯიან ეარვეისი“ - 16 და 17 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია, მგზავრებს ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ
ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად ისრაელში ბალისტიკური რაკეტა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, არიან დაღუპულები
ისრაელმა ირანში ორი ნავთობტერმინალი დაბომბა
„აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არცერთი ქვეყნის მიერ მესამე მხარის წინააღმდეგ“ - აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
არქივი