ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს - წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 18 მაისი 2025, 13:05

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ რომის პაპად თქვენს არჩევას. ეს თქვენი პიროვნების დიდი დაფასებაცაა და თქვენზე დიდი პასუხისმგებლობის დაკისრებაც. ჩვენს წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, თქვენი შემართება და სიმტკიცე ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის. როდესაც შევხვდი მის უწმინდესობას, პაპ ფრანცისკეს, მაშინაც აღვნიშნე და კვლავ გავიმეორებ, რომ რომის საყდარი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძმების, – პეტრეს და ანდრია მოციქულების დაარსებულია, რაც დღესაც ჩვენს შორის ურთიერთობებს გამორჩეული პატივისცემით მსჭვალავს. მიიღეთ ჩვენი საუკეთესო სურვილები. შევთხოვ უფალს, წარმატებულ – ჰყოს თქვენი მოღვაწეობა არა მარტო კათოლიკური სამყაროსათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვისაც“, – ნათქვამია წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 ივნისს დღის ბოლოდან 30 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა
გიორგი ვოლსკი: თუ მიხვედი მოშიმშილესთან და არ ეუბნები, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ესე იგი მხარს უჭერ იმას, რომ ის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს და შეიძლება მძიმედ დაასრულოს ეს შიმშილობის პროცესი
შალვა პაპუაშვილი: თუ გერმანიის ელჩი თანაუგრძნობს ხოშტარიას მიზანს, აიძულოს ოპოზიცია ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა. თუმცა, ამაში არაფერია გასაკვირი
დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება
ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა
არქივი