ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 18 მაისი 2025, 22:50

აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც არის დღეს მოცემული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული მხრიდან გაჟღერდა გზავნილები აშშ-ის ადმინისტრაციის წინაშე და თუ არის ამერიკული მხრიდან ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, აშშ-ის მხრიდან ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება და დასრულდება ორთაბრძოლა პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. ამ ორთაბრძოლის თაობაზე თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ. თუ მოახერხებს პრეზიდენტი „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც არის დღეს მოცემული. გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ ის, რომ იგივე „მეგობარი აქტი“ იქნა მიღებული. ძალაშია სანქციები, რომელიც მოქმედებს, მათ შორის, ვიცე-პრემიერის მიმართ, ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის პასიური დუმილი, ეს არ არის პასიური მდგომარეობა. ჩვენ გვჭირდება მოცემულობის შეცვლა. თუ ამერიკული მხრიდან ასევე არის ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თუმცა, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენზე დამოკიდებული რაც იყო, გავაკეთეთ, ჩვენი გზავნილები გავაჟღერეთ ადმინისტრაციის წინაშე. ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცი დაჭრეს
ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანე მეათეს დამასკოში, წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძარში ტერორისტული აქტის გამო უსამძიმრებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინოს, ევროპასაც შეუძლია დახმარება, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განვიხილეთ დრონების ერთად წარმოების პოტენციალი
ნატოს გენერალური მდივანი: აშშ-მა უნდა მიიღოს ზომები, როდესაც ეს აუცილებელია მთელ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად
დონალდ ტრამპი - ჩვენ განვახორციელეთ ზუსტი დარტყმა ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტებზე, ვერცერთი სხვა ქვეყანა ამას ვერ შეძლებდა, ამან გზა გაუხსნა ცეცხლის ისტორიულ შეწყვეტას მშვიდობისთვის
არქივი