პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 19 მაისი 2025, 12:23

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ლევან წურწუმიას შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და პორტუგალიაში არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა ლევან წურწუმიას ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ლევან წურწუმია წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. სხვადასხვა დროს იკავებდა უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას, ასევე იყო საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მუშაობდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ორბანი: პრეზიდენტი ზელენსკი ჩვენ წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან უნგრელებს არ სურთ უკრაინისთვის სიკვდილი - არ გვინდა, რომ ჩვენი შვილები ფრონტიდან კუბოებით დაბრუნდნენ
ტრამპმა განაცხადა, რომ ეროვნული გვარდია ლოს-ანჯელესში მანამ დარჩება, სანამ საფრთხე არ აღმოიფხვრება
ჩვენს ქვეყანაში, უკრაინაში, ბანგლადეშში, სირიაში, ყველგან გვინახავს და ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტში უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება შემცირდება
ტრამპი სამხედრო აღლუმზე შესაძლო პროტესტზე: ძალიან ძლიერ ძალას წააწყდებიან - ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა სძულთ
არქივი