ნონა გაფრინდაშვილი 26 მაისის დარბევაზე: თემურ ლოგუას რეზინის ტყვიები მოხვდა, დაეცა, სპეცრაზმის მანქანით გადაუარეს მკერდზე, საბურავმა ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა იგივე მანქანამ - დასისხლიანებულ, მოშიშვლებულ თავის ქალაზე ფეხს აბიჯებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 19 მაისი 2025, 12:40

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2011 წლის 26 მაისს მომხდარ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს განიხილავენ, ნონა გაფრინდაშვილი იხსენებს მისი რძლის ძმაზე, თემურ ლოგუაზე, განხორციელებულ სისასტიკეს. ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, თემურს რეზინის ტყვიები მოხვდა სახეში, დაეცა, სპეცრაზმის მანქანით კი გადაუარეს მკერდზე, რა დროსაც საბურავის კუთხემ ყური მოაგლიჯა, ამის შემდეგ უკან გადმოუარა იგივე მანქანამ და იმ მხარეს სადაც ყური ჰქონდა მოგლეჯილი სკალპი უკვე ახდილი ჰქონდა.

„თემურ ლოგუა არის ჩემი რძლის ძმა. თემურს რეზინის ტყვიები მოხვდა სახეში. დაეცა, სპეცრაზმის მანქანით მას გადაუარეს მკერდზე, საბურავის კუთხემ ყური მოაგლიჯა, უკან გადმოუარა ისევ იგივე მანქანამ და იმ მხარეს სადაც ყური ჰქონდა მოგლეჯილი სკალპი უკვე ახდილი ჰქონდა. მივვარდი და დასისხლიანებულ, მოშიშვლებულ თავის ქალაზე ფეხს კიდევ აბიჯებდნენ შეძახილით: „რუსის მონავ, საქართველო როგორ გაწერია ქურთუკზეო?!“. ჩემი ნაჩუქარი სპორტული საწვიმარი ეცვა „საქართველოს“ სიმბოლიკით. ორი ადამიანი თავზე ედგა და ერთმანეთში საუბრობდნენ მგონი კვდება და სასწრაფოში ჩავსვათო. სასწრაფომ გადაიყვანა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა შალვა ოგბაიძესთან ერთად პალატაში. ექიმებმა სამჯერ გაუკეთეს ტომოგრამა, ვერ იჯერებდნენ როგორ გადაურჩა მისი მკერდი ჩალეწვას. ქირურგმა რომელმაც ოპერაცია გაუკეთა ვერ დაიჯერა და ამბობდა თურმე, რომ აფხაზეთში ვიმუშავე ომის დროს, იმდენი ოპერაცია გავაკეთე და მსგავსი ბინძური ჭრილობა არ მინახავსო. ბედად გადარჩა, როგორ დღემდე არავინ არ იცის“, - იხსენებს ნონა გაფრინდაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - მეამბოხეებს აქვთ ტენდენცია, სახეში შეაფურთხონ ეროვნული გვარდიის წევრებსა და სხვებს, თუ შეაფურთხებენ, ჩვენ დავარტყამთ, ასეთ უპატივცემულობას არ მოვითმენთ
შსს უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ლევან მაისურაძე დაინიშნა
მამუკა მდინარაძე ტრამპის მიერ აქციებზე ნიღბების აკრძალვაზე: გარანტიას გაძლევთ, კიდევ ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად, ვამაყობ
მამუკა მდინარაძე: მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა
არქივი