გირაოს გადახდა არ იქნება!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 20 მაისი 2025, 17:45
როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით? -გირაოს გადახდა არ იქნება! - ამის შესახებ ჟურნალისტებს „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლეს შეუძლია მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღესვე იმსჯელოს ან 7 ივნისის შემდეგ გადახედოს.

„თუ დღეს გირაოსთან დაკავშირებით იქნება შეკითხვა დასმული, ისედაც გაცემული მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი საჯაროდ, გირაოს გადახდა არ იქნება! თუ უნდათ დღესვე გადახედონ, თუ უნდათ 7 ივნისს, როცა მიწევს გადახდა მაშინ გადახედონ. როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით? ოდესმე ეს ხომ უნდა დამთავრდეს?! ამასთან, ციხეში არიან ადამიანები, ვისაც ჩვენზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს, მართალია ცრუ ჩვენების მაგრამ მაინც. ეს ხალხი დღემდე ციხეშია და მე გარეთ ვიყო? ეს ხალხი ლამის წამების მსხვერპლი იყოს იმიტომ, რომ ჩემზე ჩვენება არ მისცეს და კეთილსინდისიერად მოიქცნენ?! ამას მე არ დავუშვებ. მე მოვიქცევი ისე როგორც მე ვფიქრობ, სხვები მოიქცნენ ისე როგორც თავად ფიქრობენ. საბოლოოდ საზოგადოება განსჯის"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა - ვადა 7 ივნისს ეწურება. გირაოა 20 000 ლარს შეადგენს
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა გვიმრაძე - მთხოვდნენ, რომ ხელი მოაწერე აღიარებით ჩვენებას, რომ მეუფე იობი და საპატრიარქო იარაღს გაძლევდათ და უნდა დახმარებოდით 26 მაისის მიტინგსო - პირდაპირ მომთხოვეს დაადე ხელი მეუფეს და გიშვებთო
შალვა გოგოლაძე: UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს გავაცანი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, უმასპინძლოს UFC-ის ერთ-ერთ ღონისძიებას
გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია
ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგზე და მუცელზე, რომ მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ. ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან დახტუნავდნენ
ნიკოლოზ გოგუაძე: თბილისის მთავარ სამმართველოში თითები დაგვამტვრიეს, დამოუკიდებლად ფეხზე ვეღარ ვიდექი. არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი ისეთ დღეში ვიყავი. ციხესაც არ უნდოდა ჩემი მიღება, აქ მოგვიკვდებაო
არქივი