ღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ბოროტება არ დაბრუნდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 20 მაისი 2025, 17:55
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს.

„იმ პერიოდში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მძვინვარებდა, სისხლის სამართლის ადვოკატი ვიყავი და თუ რაიმეთი შეიძლებოდა რეჟიმს დავპირისპირებოდი, ეს იყო სისხლის სამართლის სფეროში უფლებების დაცვა. თითქოს ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს, მაგრამ ის, რასაც დღეს კომისიის ფარგლებში ვისმენთ, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი. გამაოგნებელია ის, რომ ეს ადამიანები, ეს ბოროტების შემქმნელები არ იცვლებიან.

ადამიანებმა, ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვერ იპოვეს ძალა, რომ არამც თუ სინანული გამოთქვან, არამედ გაჩუმდნენ და ჭირისუფლების მიმართ მაინც გამოხატონ პატივისცემა, მაგრამ ამის საპირისპიროდ გვესმის მათი მხრიდან ქილიკი, დაცინვა და მუქარა.

მინდა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმისთვის, ეს ბოროტება არ დაბრუნდეს. კომისიის ერთ-ერთი ფუნქცია არის, რომ ყველას შევახსენოთ, რომ ეს ბოროტება ჩვენს ქვეყანაში აღარ დაბრუნდეს“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართა. განსახილველი საკითხი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები იყო. კომისიის სხდომაზე მიწვეული არიან ჟურნალისტები: გიორგი იაკობაშვილი, ვახტანგ ხუზმიაშვილი, გიორგი მამაცაშვილი, ბექა სივსივაძე და ბონდო მძინარაშვილი.

საგამოძიებო კომისია 2003-12 წლებში მომხდარ ფაქტებს განიხილავს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - მეამბოხეებს აქვთ ტენდენცია, სახეში შეაფურთხონ ეროვნული გვარდიის წევრებსა და სხვებს, თუ შეაფურთხებენ, ჩვენ დავარტყამთ, ასეთ უპატივცემულობას არ მოვითმენთ
შსს უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ლევან მაისურაძე დაინიშნა
მამუკა მდინარაძე ტრამპის მიერ აქციებზე ნიღბების აკრძალვაზე: გარანტიას გაძლევთ, კიდევ ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად, ვამაყობ
მამუკა მდინარაძე: მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა
არქივი