რუბიო: რუსეთს სურს მიიღოს ის, რაც არ აქვს და რისი უფლებაც არ აქვს, ხოლო უკრაინას სურს დაიბრუნოს ის, რისი დაბრუნებაც სამხედრო გზით არ შეუძლია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 20 მაისი 2025, 21:02
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის სამხედრო გზით გადაწყვეტა არ არსებობს.

„ამ კრიზისის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. და ჩვენ ის მოლაპარაკებების გზით უნდა დავასრულოთ. ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც უკრაინაში გვაქვს, მდგომარეობს შემდეგში: რუსეთს სურს მიიღოს ის, რაც არ აქვს და რისი უფლებაც არ აქვს, ხოლო უკრაინას სურს დაიბრუნოს ის, რისი დაბრუნებაც სამხედრო გზით არ შეუძლია“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ რუსეთს აშშ-ისგან არანაირი დათმობა არ მიუღია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები გრძელდება, ხოლო უკრაინას დახმარება და სადაზვერვო ინფორმაცია კვლავ მიეწოდება.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრ სანქციებს დააწესებს. მან განმარტა, თუ რატომ არ გააკეთა ეს აშშ-ის ადმინისტრაციამ ჯერჯერობით.

„შესაძლოა, საქმე აქამდეც მივიდეს... პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ სანქციებით დაემუქრები, რუსები ლაპარაკს შეწყვეტენ. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, რომ შეგვეძლოს მათთან საუბარი და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოვუწოდოთ“, - დასძინა მან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების საქმეშია ჩართული მადლობა გადავუხადო, ხოლო თქვენ ბატონო ანრი, მადლობა ამ სამსახურში თქვენი ხელწერის შეტანისთვის
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ჩვენ შეგვაქვს ის ცვლილებები, რომელიც ეკადრება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც მოსამართლე და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დაცული უმაღლეს დონეზე
სუს-ი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან
ტრამპი ირანსა და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებს
სუს: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში უსაფრთხო გარემო ნარჩუნდება
არქივი