„იმედის“ დარბევისას ფოტომასალა ძირითადად მაშინდელმა ამერიკელმა გენერალურმა დირექტორმა გადაიღო, რომელსაც ტელეფონის წართმევა მხოლოდ იმიტომ ვერ გაუბედეს, რომ ამერიკელი იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 21 მაისი 2025, 13:32
„იმედის“ დარბევისას ფოტომასალა ძირითადად მაშინდელმა ამერიკელმა გენერალურმა დირექტორმა გადაიღო, რომელსაც ტელეფონის წართმევა მხოლოდ იმიტომ ვერ გაუბედეს, რომ ქართველი არ იყო, - განაცხადა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ.

მისი თქმით, ამ ადამიანმა ძალიან ბევრი ფოტო გადაიღო ჩუმად და შემდეგ ამ ფოტოებს მტკიცებულებებად იყენებდნენ, როდესაც საქართველოს მთავრობას უჩიოდნენ სხვადასხვა სასამართლოში.

„ამერიკელი გენერალური დირექტორი [ლუის რობერტსონი] გვყავდა მაშინ [„იმედის“ დარბევის დროს]. „ნიუსკორპთან“ გვქონდა პარტნიორობა, მერდოკის კომპანიასთან, რომელიც შემდეგ ძალიან დაგვეხმარა „იმედის“ დაბრუნებაში, აქტიურად მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში. ეტყობა ამ კაცს [დირექტორს] ვერ გაუბედეს ტელეფონის წართმევა, რადგან ამერიკელი იყო, იმ ლოგიკით, რომ ქართველი შეიძლება დაჩაგრო და ამერიკელი - არა. დანარჩენებს ყველას დაულეწეს ტელეფონები, წაართვეს. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი ფოტო გადაიღო. ჩუმად იღებდა, მაგრამ ამ ფოტოებს შემდეგ მტკიცებულებებად ვიყენებდით, როდესაც საქართველოს მთავრობას ვუჩიოდით სხვადასხვა სასამართლოში“, - აღნიშნა რუხაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - დიდებული გადაწყვეტილება მივიღეთ, გაგვეგზავნა ეროვნული გვარდია კალიფორნიაში წაქეზებულ არეულობებთან გასამკლავებლად, ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ლოს ანჯელესი განადგურდებოდა
მამუკა მდინარაძე - ვიწყებთ სახელმწიფო პროგრამას, უპატრონო ძაღლების ბაზებში შეყვანას, მათი გამრავლების პრევენციას, ამუშავდება პროგრამა, რომელიც გააადვილებს მეპატრონის მიკვლევას
კეროლაინ ლევიტი - კალიფორნიის გუბერნატორს არაფერი გაუკეთებია, როდესაც ლოს ანჯელესში დღეების განმავლობაში ძალადობრივი არეულობები იყო
სოზარ სუბარი: საგამოძიებო კომისიამ უკვე შეასრულა მთავარი ფუნქცია - ადამიანების იმ ნაწილს, რომელსაც ბოლომდე არ აქვთ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, ისინი იძულებული არიან, თქვან, რომ ის, რაც იყო, იყო ცუდი
ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსი: ძალადობა, რაც ვიხილე, ამაზრზენია - იყვნენ პირები, რომლებიც ჩვენს ოფიცრებს ფოიერვერკებს ესროდნენ, ამან შეიძლება მოგკლათ
არქივი