იქიდან გამომდინარე, რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირდაპირ, ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 21 მაისი 2025, 13:38
იქიდან გამომდინარე, რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირდაპირ, ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

პრემიერის თქმით, „ფარას“ კანონი არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო, თუმცა, საქართველოში ეს კანონი იმოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.

„აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის სცენარის განვითარებისთვის, რევოლუციების მოსაწყობად და ეს ხდებოდა საქართველოშიც. ჩვენ ვხედავდით როგორ იყო ჩართული ამ წლების განმავლობაში USAID-ი, NED-ი, ამერიკის საელჩო, ეს ინსტიტუტები რევოლუციური სცენარის დაგეგმვაში და განხორციელებაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ, ჩავარდა. ამ აღიარების პირობებში, ასევე ევროპული აღიარებების პირობებში, აბსოლუტურად ცხადი გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება ჩვენს ქვეყანაში.

არავის აქვს უფლება, რომ გარედან ჩაერიოს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მითუმეტეს, გარედან დაგვიგეგმოს რევოლუციები. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობის კანონი უნდა ამოქმედდეს და გამჭვირვალობის კანონი იქნება ერთ-ერეთი მთავარი გარანტი იმისა, რომ მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას ამერიკული ფარას კანონის მიმართ, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის არის იგივე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პირდაპირ, ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით.

თავის შინაარსით „ფარას“ კანონი არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენს მიერ მიღებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო, თუმცა, საქართველოში ეს კანონი იმოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. პრაქტიკა ჩამოყალიბდება თავიდან ბოლომდე ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ამის პირობა შეგვიძლია ჩვენ მივცეთ ყველას. საქართველოში ადამიანის უფლებები არის განუხრელად დაცული “, - განაცხადა პრემიერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების განცხადებით, ლოს-ანჯელესში მიმდინარე არეულობა მემარცხენე ძალების დაფინანსებული ამბოხია
ვატო შაქარიშვილი - სამი დღის წინ თუ გაიტაცეს კოტე იოსელიანი და ბოკუჩავა რვა საათზე მეტ ხანს ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს? ხელისგულზეა უნიჭო სპექტაკლი
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი - ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი
შალვა პაპუაშვილი - ბიურომ მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები დაამტკიცა, თუმცა მათ შორის არ არიან ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის წევრები, რადგან მათი ხელმძღვანელობა არცერთმა დეპუტატმა არ ისურვა
მზია ამაღლობელი - თავი სამართალდამრღვევად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის!
არქივი