Reuters: ესპანეთში იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი მოკლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 21 მაისი 2025, 15:33
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მრჩეველი, ანდრეი პორტნოვი მოკლეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მკვლელობა მადრიდის მდიდარი ადამიანებით დასახლებულ გარეუბანში, სკოლასთან მოხდა. პორტნოვს რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი მიუახლოვდა, ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა.

საქმეს ესპანური პოლიცია იძიებს.

Reuters-ის ინფორმაციით, პორტნოვი იანუკოვიჩის მრჩეველი იყო, თუმცა ის 2014 წლის ევრომაიდნის შედეგად თანამდებობიდან გადადგა. 2022 წლამდე პორტნოვი უკრაინაში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის, თუმცა მგონია, რომ თუ მართალია, სწორედ მის ინტერესებში უნდა იყოს კომისიაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა
ირაკლი კობახიძე: როდესაც საგამოძიებო კომისიაზე არ მიდიხარ, ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, „დიფ სთეითი“ არ ღელავს თავისი აგენტების ბედზე, მათ ხანდახან ურჩევნიათ კიდეც, ციხეში ჰყავდეთ საკუთარი აგენტები
ირაკლი კობახიძე: კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, კორუფციასთან ბრძოლა რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად, გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ ევროპის სამეულში შევიდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით
კახა კალაძე: 2017 წლიდან მოყოლებული თბილისის მოსახლეობა გვერდში გვიდგას, გვენდობა და ჩვენთან ერთად გადის ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სასამართლომ შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება
არქივი