ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადა ქვეყნის მოღალატე ბანდიტებს ჰქონდათ მიტაცებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 21 მაისი 2025, 15:57
შშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის, ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადა ქვეყნის მოღალატე ბანდიტებს ჰქონდათ მიტაცებული.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, მათ კარგად იცოდნენ ბაიდენის კოგნიტიური პრობლემების შესახებ, ამ ფაქტს კი ბოროტად იყენებდნენ და პრეზიდენტის ავტომატურ ხელმოწერებს თავად აკონტროლებდნენ.

ტრამპი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ძალებმა ბაიდენისგან დამოუკიდებლად მიიღეს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც ქვეყნის საზღვრის გახსნაა.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ეს ქვეყნის ნგრევისკენ მიმართული, უმაღლესი დონის ღალატია და დროა ეს პირები მკაცრ პასუხისგებაში მიეცნენ.

ტრამპი ასევე საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ჯო ბაიდენის კიბოს დიაგნოზი, ამერიკის პრეზიდენტისთვის გამოყოფილ საუკეთესო ექიმებს გამოეპარათ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანში დასვენების დროს ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
მამუკა მდინარაძე - ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადების საფუძველზე, რომ მისი განზრახ მკვლელობა მზადდებოდა, გამოძიება დაიწყო
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია
შემოსავლების სამსახური - საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს - ამ მიმართულებით უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დაკვეთის შესრულებაა
არქივი