რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება წარმოდგენილი ჩვენს პოლიტიკურ ველზე, ქართულ პოლიტიკურ ველზე, მით უკეთესი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 21 მაისი 2025, 17:40
რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება წარმოდგენილი ჩვენს პოლიტიკურ ველზე, ქართულ პოლიტიკურ ველზე, მით უკეთესი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური ველის გაჯანსაღებას.

„საპარლამენტო არჩევნების შემდეგი ქმედებები, მანდატების დათმობიდან საზოგადოებაზე კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენეჯერ შეურაცხყოფის მიყენებით, ვფიქრობთ მინიმუმ ის ამომრჩეველი, რომელიც დარჩენილი ჰყავდა „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, ისიც განახევრებულია“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიცია საერთო გეგმაზე ვერ ჩამოყალიბდა. საკითხზე დაპირისპირებაა. არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება გახარიას პარტია. ფარულად ემზადება „ლელო“. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გვარამია-მელიას ახალში კი ირწმუნებიან, რომ ბოიკოტში რჩებიან. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია გარედან მიღებული დავალების შესაბამისად იმოქმედებს, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მმართველი გუნდი, არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: ელჩების უმრავლესობა, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი გვევლინება „დიფ სთეითის“ აქტივისტად - ისინი არღვევენ ვენის კონვენციას და ასრულებენ „დიფ სთეითის“ დავალებებს
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების, სიცოცხლის უფლების დარღვევისა და საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები განიხილა
თბილისის დაბრუნება შეგვიძლია ჩვენ, თუ ყველა გამოვალთ! ეს აზრი მაქვს და ჩვენს მეგობრებს ციხეში, ზურას, ნიკას და ნიკას დავუმტკიცებ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა
მამუკა ხაზარაძე პატიმრობის განაჩენზე - ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვატირე მე! - სამარცხვინო სპექტაკლი დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა ბრძოლა!
მამუკა ხაზარაძეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
არქივი