მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 21 მაისი 2025, 20:07

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

ჯო უილსონი: ტრამპის ადმინისტრაციის მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციის გამო, რომელიც აქვს ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ. მათ გააყალბეს არჩევნები საქართველოში. ისინი ლანძღავდნენ პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის ხელმძღვანელობას. წარმოგიდგენთ რონდელის ფონდის ანგარიშს, რომელიც მიუთითებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლზე საქართველოში. 200 დღეა, თავისუფლების მოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტის ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტი-ამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით?

მარკო რუბიო: აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესებია. არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფელბაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს, დამატებით ვარიანტებს. დღეს არ მაქვს განცხადება, რას ვგეგმავთ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება ანტიამერიკულ მთავრობას რეაგირება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - დააკავეთ ნიღბიანი ადამიანები, სასწრაფოდ
ლოს ანჯელესში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა
კანში დასვენების დროს ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
მამუკა მდინარაძე - ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადების საფუძველზე, რომ მისი განზრახ მკვლელობა მზადდებოდა, გამოძიება დაიწყო
არქივი