
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნათია თურნავამ მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის საკითხები და მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააცნო.
მათივე ცნობით, ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკი რჩება არსებული მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ერთგული, რომლის ფარგლებშიც ცენტრალური ბანკი წარმატებით უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში ხორციელდება, საქართველოში მუშაობა დღეს დაიწყო.
მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.
ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, სსფ-ის მუდმივი
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |