Reuters: ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 22 მაისი 2025, 09:38

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში სროლის შედეგად ამერიკაში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მოკლულები ქალი და მამაკაცი არიან. მათ უცნობებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. აღსანიშნავია, რომ მკვლელობის ადგილთან ახლოს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და პროკურატურის განყოფილებები მდებარეობს.

ვაშინგტონის პოლიციის უფროსის, პამელა სმიტის განცხადებით, ერთ-ერთი სავარაუდო ბოროტმოქმედი დაკავებულია. დაკავებისას ის ყვიროდა „თავისუფლება პალესტინას, თავისუფლება პალესტინას“.

მომხდარი დაადასტურა აშშ-ში ისრაელის საელჩოს წარმომადგენელმა, ტალ ჰაიმ კოენმა. მისი თქმით, საელჩოს ორი თანამშრომელი იმ დროს მოკლეს, როცა ისინი მუზეუმში ერთ-ერთ ღონისძიებას ესწრებოდნენ.

შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ და კოლუმბიის ოლქის პროკურორმა, ჯენინ პირომ. მომხდარს გამოეხმაურნენ FBI-ის დირექტორი, კეშ პატელი და შიდა უსაფრთხოების მდივანი, კრისტი ნოემი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ბურჭულაძე - ,,ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია"
შსს-ს ცნობით, პოლიციამ საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პრემიერ-მინისტრი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს და ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
ნეთანიაჰუს განცხადებით, მათი მიზანი ირანში არა რეჟიმის შეცვლა, არამედ ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების შეჩერებაა
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა
არქივი