უნგრეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 22 მაისი 2025, 09:44

უნგრეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად. ამის შესახებ უნგრული მედია წერს.

უნგრული სასამართლოს მტკიცებით, იშტვან გოლომ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის დავალებით, უნგრეთში ისეთი საქმიანობა განახორციელა, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ჯაშუშობის დანაშაულს წარმოადგენს. სასამართლომ გოლო პატიმრობაში 21 ივნისამდე დატოვა.

მამაკაცი უნგრეთში საცხოვრებლად 1990-იან წლებში გადავიდა, თუმცა მას არ უფიქსირდებოდა ლეგალური შემოსავალი და ნასამართლეობის გამო ის უნგრეთში უკანონოდ იმყოფებოდა.

უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა მხარემ გამოავლინა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ქსელი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჯაშუშობდა. მაშინ უკრაინულ უწყებაში აღნიშნეს, რომ უცხოური დაზვერვა ცდილობდა აგენტურული ქსელის გაფართოებას. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც. სიარტომ უნგრეთის ჯაშუშური ქსელის გამოვლენას „უკრაინულ პროპაგანდა“ უწოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ტერმინ „რეჟიმის შეცვლის“ გამოყენება არაპოლიტკორექტულია, მაგრამ თუ ირანის რეჟიმს არ შეუძლია ირანის ხელახლა დიდებულად ქცევა, რატომ არ უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა?
დაუნინგ სთრითი - კირ სტარმერი და დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება
დონალდ ტრამპი - დარტყმები იყო ძლიერი და ზუსტი. ჩვენმა სამხედროებმა დიდი ოსტატობა გამოავლინეს. გმადლობთ!
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აშშ-ის დარტყმების შემდეგ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - გვაქვს მტკიცებულებები, რომ რუსები ევროპის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებენ
არქივი