მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 22 მაისი 2025, 11:36

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 15 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოდან გაძევებულ იქნა - თურქეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, რუმინეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ირანისა და რუსეთის - ჯამში 15 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ტერმინ „რეჟიმის შეცვლის“ გამოყენება არაპოლიტკორექტულია, მაგრამ თუ ირანის რეჟიმს არ შეუძლია ირანის ხელახლა დიდებულად ქცევა, რატომ არ უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა?
დაუნინგ სთრითი - კირ სტარმერი და დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება
დონალდ ტრამპი - დარტყმები იყო ძლიერი და ზუსტი. ჩვენმა სამხედროებმა დიდი ოსტატობა გამოავლინეს. გმადლობთ!
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აშშ-ის დარტყმების შემდეგ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - გვაქვს მტკიცებულებები, რომ რუსები ევროპის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებენ
არქივი