საპატრულო პოლიციის უფროსი განმარტავს, რატომ არის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპოლიციო ძალების მობილიზება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 22 მაისი 2025, 14:39

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე განმარტავს, რატომ არის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპოლიციო ძალების მობილიზება.

„სხვადასხვა პროცესია ჩანიშნული და მათ შორის, აქციის მონაწილეები არიან ადგილზე. ბოლო პერიოდში ყველამ კარგად ვიცით, სადაც გარკვეული სახის შეკრება ხორციელდება აქციის მონაწილეების, ყველგან არის პოლიცია. იმ რაოდენობით არის, რა რაოდენობითაც საჭიროა უსაფრთხოების დაცვის მიზნით",- განაცხადა სირაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. 14:00 საათზე კი, სასამართლოსთან ჯაფარიძის მხარდამჭერი აქციაა დაანონსებული.

ზურაბ ჯაფარიძე მის დაკავებას არ გამორიცხავს.

ცნობისთვის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეუფარდა. ჯაფარიძემ აღნიშნული თანხის გადახდაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, გადაუხდელობის გამო, სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. ის სხდომათა დარბაზშივე 14 მაისს დააკავეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაიბარებენ
რომეო მიქაუტაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
დავით ბაქრაძე: NGO-ების აშშ-ში ვიზიტისას, მიწევდა ძალისხმევა, რომ მათი საჯარო განხილვებისას, რასაც ისაუბრებდნენ, გამექარწყლებინა - ეს იყო ძირითადად „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „საია“ „ISFED”, რომლებსაც თავიანთი დღის წესრიგი ჰქონდათ
ალექსანდრე დარახველიძე ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით: მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, დაელოდონ გამოძიებას და თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან
არქივი