მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს არაერთხელ გაუკეთებია, რაც სრულად არის აშშ-ის ინტერესებში, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენ არ გვქონდა ეროვნული ინტერესები და ჩვენი ინტერესი იყო მხოლოდ ის, რომ გვერდით ვედექით ამერიკულ ინტერესებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 22 მაისი 2025, 15:28

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ დგას ამერიკის ინტერესების გვერდით.

„საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ათწლეულებია, აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს არაერთხელ დაუმტკიცებია და გაუკეთებია ისეთი რამ, რაც სრულად არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენ საერთოდ არ გვქონდა ეროვნული ინტერესები და ჩვენი ეროვნული ინტერესი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ გვერდით ვედექით ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, ამერიკულ ინტერესებს სხვადასხვა რეგიონში, როდესაც მაგალითად, ნატოსთან ერთად იყვნენ საქართველოს სამხედროები იყვნენ წარმოდგენილი სხვადასხვა ოპერაციასა და მისიაში”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს ომთან და მშვიდობასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიციებს.

„ზუსტად საერთაშორისო არენაზე, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა ის პოზიციები, რა პოზიციებიც ჰქონდათ ომთან და მშვიდობასთან დაკავშირებით, საქართველო იყო პირველი და იმ მომენტში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უპირობოდ დაუჭირა მხარი ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებს. იმიტომ, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესთანაც არის თანხვედრაში - ბუნებრივია, ჩვენ ვართ მშვიდობის მხარეს, ჩვენ გვსურს ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში მშვიდობა”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ბიზნესი ამბობს, რომ სამუშაო ძალის დეფიციტია და ამიტომ ასაქმებს უცხოელებს, მაგრამ ძირითადად დამსაქმებლის მთავარი მამოტივირებელი მათთვის დაბალი ანაზღაურების შეთავაზებაა“ - რაისა ლიპარტელიანი
„ხალხის ძალა“ - საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან კონსულტაციებს
დონალდ ტრამპი - ტერმინ „რეჟიმის შეცვლის“ გამოყენება არაპოლიტკორექტულია, მაგრამ თუ ირანის რეჟიმს არ შეუძლია ირანის ხელახლა დიდებულად ქცევა, რატომ არ უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა?
არქივი