რუსუდან შარაძე: მოწმე ჰყვება, რომ დათა ახალაიამ გამართა თათბირი, დასცინოდნენ მამაჩემს, როგორ გააგორეს „პროფესორა“. ახალაია ასახელებს, რომ ეს „პირველის“ დავალებით მოხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 22 მაისი 2025, 15:33

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ქართველი ფილოლოგისა და მეცნიერის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მისმა შვილმა რუსუდან შარაძემ ისაუბრა.

მან მოწმე ვახტანგ გაბელაიას ჩვენება გაიხსენა, რომლის თქმითაც, დათა ახალაიამ ჩაატარა თათბირი, სადაც საუბრობდნენ „როგორ გააგორეს „პროფესორა““, ანუ გურამ შარაძე და ახალაიამ იკითხა, ხომ არ შექმნიდა მკვლელი პრობლემას.

„მოწმე ჩვენ საქმეზე ჰყვება, რომ ჯერ კიდევ მაშინ იყო დათა ახალაიას სამსახურში, ახალაიამ გამართა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ ლევან ქარდავა, თვითონ ეს მოწმე, დათა ახალია ბუნებრივია და კუდ-ის კიდევ ორი თანამშრომელი. იქ წავიდა ლაპარაკი, დასცინოდნენ მამაჩემს, როგორ გააგორეს „პროფესორა“ და იქ დასახელებულია მკვლელის ზედმეტსახელი. ჩემი პირადი ვარაუდით ეს უნდა იყოს „ჯგერე“. დათა ახალაია ასახელებს „პირველს“, რომ ეს „პირველის“ დავალებით მოხდა და მე თვითონ მაქვს, ჩავწერე სააკაშვილი როგორ ამბობს სიამაყით, რომ მას უწოდებდნენ „პირველს“. ამაზე მიდის ლაპარაკი, რომ „პირველის“ დავალებით როგორ მოკლეს „პროფესორა“ და რომ დათა კითხულობს ეს, ზედმეტსახელით მოიხსენიებს, ხომ არ შექმნის პრობლემას, ხომ არ არის „დასაბრედი“, რაზეც მიიღო პასუხი დათა ახალიამ, რომ მკვლელი არ შექმნიდა პრობლემას“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - დონალდ ტრამპმა დღეს თავისი სახელი ისტორიის წიგნში ოქროს ასოებით ჩაწერა, აჩვენა, რომ თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის წოდებას იმსახურებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებამდე თავად და ტრამპი ისრაელის თავდაცვისა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან სრულ კოორდინაციაში იყვნენ
„სიენენი“ - აშშ-მა ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე დარტყმებისთვის B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა
სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს
არქივი