შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 22 მაისი 2025, 17:37

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 მაისს ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს - 1970 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ტერმინ „რეჟიმის შეცვლის“ გამოყენება არაპოლიტკორექტულია, მაგრამ თუ ირანის რეჟიმს არ შეუძლია ირანის ხელახლა დიდებულად ქცევა, რატომ არ უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა?
დაუნინგ სთრითი - კირ სტარმერი და დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება
დონალდ ტრამპი - დარტყმები იყო ძლიერი და ზუსტი. ჩვენმა სამხედროებმა დიდი ოსტატობა გამოავლინეს. გმადლობთ!
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აშშ-ის დარტყმების შემდეგ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - გვაქვს მტკიცებულებები, რომ რუსები ევროპის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებენ
არქივი